• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
მანჩესტერ სიტის დილემა: უნდა გაყიდოს თუ არა კლუბმა როდრი?
ფეხბურთიფეხბურთი

მანჩესტერ სიტის დილემა: უნდა გაყიდოს თუ არა კლუბმა როდრი?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მანჩესტერ სიტიმ 2019 წელს როდრიში 62.8 მილიონი ფუნტი გადაიხადა და დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს თანხა სრულად გამართლდა. პრემიერ ლიგასთან ადაპტაციის შემდეგ, ესპანელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ჩამოყალიბდა.


როდრი პეპ გვარდიოლას იდეალური საყრდენია: უზუსტესი პასებით, პრესინგის ქვეშ სიმშვიდითა და გადამწყვეტი გოლების გატანის ნიჭით. სწორედ მისმა დარტყმამ მოუტანა ქალაქელებს ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტული, რასაც მოგვიანებით ოქროს ბურთიც მოჰყვა.

თუმცა, ბოლო პერიოდი ფეხბურთელისთვის რთული გამოდგა. მძიმე ტრავმამ როდრი 2024/25 წლების სეზონის დიდ ნაწილს ჩამოაშორა. 29 წლის მოთამაშეს აშკარად დაეტყო სისწრაფის დაკლება და დაცვითი ფუნქციების შესუსტება, რამაც კლუბი რთული არჩევანის წინაშე დააყენა: გაყიდონ ფეხბურთელი, თუ დაელოდონ მის ძველ ფორმაში დაბრუნებას? მით უმეტეს, რომ როდრის კონტრაქტი 2027 წელს ეწურება.

სიტუაციას ყურადღებით აკვირდება რეალ მადრიდი. ტონი კროოსის წასვლის შემდეგ, მადრიდელებს ზუსტად როდრის ტიპის მოთამაშე სჭირდება, რომელიც დაცვასა და თავდასხმას ერთმანეთთან დააკავშირებს. გავრცელებული ხმებით, მადრიდელებმა შესაძლოა ედუარდო კამავინგაც კი გაყიდონ, რათა ესპანელი ვარსკვლავისთვის ადგილი გაათავისუფლონ.

მიუხედავად ამისა, როდრის გაშვება მანჩესტერ სიტის მხრიდან დიდი შეცდომა იქნება. ასეთი კლასის მოთამაშეები ბაზარზე თითზე ჩამოსათვლელია. მისი თამაში არა სისწრაფეზე, არამედ საფეხბურთო ინტელექტსა და პოზიციის შერჩევაზეა აგებული, რაც მას კვლავ შეუცვლელს ხდის. თუ გვარდიოლა და ბერნარდუ სილვა კლუბს დატოვებენ, სიტისთვის როდრის შენარჩუნება პრიორიტეტი უნდა გახდეს.

გიორგი ლემონჯავა

გიორგი ლემონჯავა

რეალი
პეპ გვარდიოლა
მან სიტი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

პეპ გვარდიოლა: „შეცდომის უფლება აღარ გვაქვს — თუ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პეპ გვარდიოლა: „შეცდომის უფლება აღარ გვაქვს — თუ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუსს პენალტებში რეალის ფეხბურთელებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუსს პენალტებში რეალის ფეხბურთელებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ერლინგ ჰალანდის კრიზისი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ერლინგ ჰალანდის კრიზისი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ზე რობერტო: „დღეს კრიშტიანუ რონალდუზე მეტად დისციპლინირებული ვარ“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ზე რობერტო: „დღეს კრიშტიანუ რონალდუზე მეტად დისციპლინირებული ვარ“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

პეპ გვარდიოლა: „შეცდომის უფლება აღარ გვაქვს — თუ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება“

News image

3 სთ წინ

ვინისიუსს პენალტებში რეალის ფეხბურთელებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს

News image

1 სთ წინ

ერლინგ ჰალანდის კრიზისი

News image

11 წთ წინ

ზე რობერტო: „დღეს კრიშტიანუ რონალდუზე მეტად დისციპლინირებული ვარ“

კომენტარები

ლინკის დაკოპირება