მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ვესტ ჰემთან მომავალი შეხვედრის წინ პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლა შეაფასა.
„წინ ვესტ ჰემთან მატჩია. პრემიერ ლიგის ტიტულის მოპოვება ყველაზე რთულია. ჩვენ კვლავ რბოლაში ვართ, მაგრამ თუ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება.
როდესაც სეზონის დასრულებამდე 10 მატჩი რჩება, ყველა გუნდი რაღაცისთვის იბრძვის: გადარჩენისთვის, ევროპა ლიგაზე, კონფერენს ლიგაზე თუ ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად, ან ტიტულისთვის. ეს ნორმალურია, ასეთია ყოველი მატჩი. ახლა შეცდომის უფლება აღარ გვაქვს.
სასიამოვნოა ამ ეტაპზე ყოფნა. გასულ სეზონში ამის გაკეთება ვერ შევძელით, ამიტომ ეს მომენტი გვახარებს“, – განაცხადა ქალაქელების თავკაცმა.
ამ მომენტისთვის სიტი ლიდერ არსენალს 7 ქულით ჩამორჩება, თუმცა „ქალაქელებს" ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.