მანჩესტერ სიტის შემტევმა ანტუან სემენიომ პრემიერ ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო, რითაც კლუბში თავისი პირველი სრულფასოვანი თვე დააგვირგვინა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სემენიომ ეს ჯილდო მოიგო. თებერვალში მან პრემიერ ლიგაში ხუთ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა, გოლები კი ტოტენჰემის, ფულემისა და ლიდსის წინააღმდეგ გაიტანა.
სემენიო გახდა მანჩესტერ სიტის პირველი ფეხბურთელი ერლინგ ჰალანდის გარდა, რომელმაც ეს ჯილდო მოიგო რაჰიმ სტერლინგის შემდეგ (2021 წლის დეკემბერი). თავად ნორვეგიელმა ეს ჯილდო ოთხჯერ მოიგო, ბოლოს მან ეს ამ სეზონის სექტემბერში მოახერხა.
ამასთან, სემენიო გახდა მესამე განელი ფეხბურთელი, რომელმაც ეს ჯილდო მოიგო: ტონი იებოა (1995 წლის მარტი და სექტემბერი) – ლიდსი, ანდრე აიუ (2015 წლის აგვისტო) – სუონსი.
სემენიომ ექვსკაციან სიაში გაიმარჯვა, სადაც ასევე იყვნენ: ვიქტორ გიოკერესი (არსენალი), ნიკო ო’რაილი (მანჩესტერ სიტი), დანგომ უატარა (ბრენტფორდი), ბენჟამინ შეშკო (მანჩესტერ იუნაიტედი), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული).
ეს არის მანჩესტერ სიტი“ მეორე ჯილდო თებერვალში, მას შემდეგ რაც პეპ გვარდიოლა თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
პრემიერ ლიგის 2025/26 სეზონის თვის საუკეთესო ფეხბურთელები:
აგვისტო - ჯეკ გრილიში (ევერტონი)
სექტემბერი - ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი)
ოქტომბერი - ბრაიან მბეუმო (მანჩესტერ იუნაიტედი)
ნოემბერი - იგორ ტიაგო (ბრენტფორდი)
დეკემბერი - დომინიკ კალვერტ-ლიუინი (ლიდსი)
იანვარი - იგორ ტიაგო (ბრენტფორდი)
თებერვალი - ანტუან სემენიო (მანჩესტერ სიტი)
ყველა დროის სამეულში - პრემიერ ლიგის თვის მწვრთნელად გვარდიოლა დასახელდა