პეპ გვარდიოლამ პრემიერ ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მოიგო.
მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელისთვის ეს პირველი გამარჯვებაა 2021 წლის დეკემბრის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოთხ წელზე მეტია ეს ჯილდო არ მოუგია, გვარდიოლასთვის ეს უკვე თვის საუკეთესო მწვრთნელის მე-12 ტიტულია, რის შედეგადაც ის ამ მაჩვენებლით მე-3 ადგილზეა, მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონისა და არსენ ვენგერის შემდეგ.
ქალაქელების თავკაცი ახლა ერთი ჯილდოთი უსწრებს ევერტონის მწვრთნელ დევიდ მოიესს.
სერ ალექს ფერგიუსონი - 27
არსენ ვენგერი - 15
პეპ გვარდიოლა - 12
დევიდ მოიესი - 11
იურგენ კლოპი - 10
თებერვალი სიტიმ ტოტენჰემთან ფრით დაიწყო, თუმცა შემდეგ გვარდიოლამ გუნდი 13 ქულამდე მიიყვანა, რაც თებერვალში ყველაზე მაღალი შედეგია ლიგაში. ეს მიღწეული იყო გამარჯვებებით ლივერპულთან, ფულემთან, ნიუკასლთან და ლიდსთან.
გვარდიოლამ გამარჯვება მოიპოვა ოთხკაციან სიაში, სადაც ასევე იყვნენ: კიტ ენდრიუსი (ბრენტფორდი),მაიკლ კერიკი (მანჩესტერ იუნაიტედი) და არნე სლოტი (ლივერპული).
ეს არის მანჩესტერ სიტის მეორე ჯილდო თებერვალში, მას შემდეგ რაც გუნდის თავდამსხმელი ანტუან სემენიო თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
პრემიერ ლიგის 2025/26 სეზონის თვის საუკეთესო მწვრთნელები:
აგვისტო - არნე სლოტი (ლივერპული)
სექტემბერი - ოლივერ გლასნერი (კრისტალ პალასი)
ოქტომბერი - რუბენ ამორიმი (მანჩესტერ იუნაიტედი)
ნოემბერი - ენცო მარესკა (ჩელსი)
დეკემბერი - უნაი ემერი (ასტონ ვილა)
იანვარი - მაიკლ კერიკი (მანჩესტერ იუნაიტედი)
კარიერაში პირველად - სემენიომ პრემიერ ლიგის თვის ფეხბურთელის ჯილდო მოიგო