ლონდონის ჩელსის კაპიტანმა, რის ჯეიმსმა, კლუბთან ახალ ექვსწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
მცველის წინა შეთანხმება 2028 წლის ივნისამდე იყო ძალაში, ახალი კონტრაქტი კი 2032 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. The Athletic-ის ინფორმაციით, ხელშეკრულება სრულად შეესაბამება ხელფასების იმ სტრუქტურას, რომელიც კლუბმა 2022 წლის მაისში მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმსმა კონტრაქტი წინა პერიოდშიც ამჟამინდელი მფლობელების დროს გააახანგრძლივა, ის მაინც რჩებოდა ბოლო მოთამაშედ, რომლის ხელშეკრულებაც ძველი პირობებით მოქმედებდა.
26 წლის ინგლისელი ლურჯების აკადემიის აღზრდილია და კლუბის სისტემაში 6 წლის ასაკიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში რისმა პრემიერ ლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.