სერჟ გნაბრიმ დაადასტურა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.
„ბოლო რამდენიმე დღე ძალიან რთული იყო გასააზრებლად. ბაიერნის სეზონი, სადაც კიდევ ბევრი რამ არის მოსაპოვებელი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირას ბუნდესლიგის კიდევ ერთი ტიტული მოვიპოვეთ.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის ოცნებას გერმანიის ნაკრებთან ერთად... სამწუხაროდ, ეს ჩემთვის დასრულდა.
როგორც ქვეყნის დანარჩენი ნაწილი, მეც სახლიდან დავუჭერ ბიჭებს მხარს. ახლა დროა, ყურადღება აღდგენაზე გადავიტანო და წინასეზონისთვის დავბრუნდე.“
სერჟ გნაბრი ტრავმის გამო 3-4 თვე იუქმებს.