ESPN-ის ჟურნალისტის, შამს ჩარანიას ინფორმაციით, გოლდენ სტეიტ უორიორსი და ატლანტა ჰოუქსი გაცვლაზე შეთანხმდნენ.
ატლანტა ჯონათან კუმინგასა და ბადი ჰილდს მიიღებს, გოლდენში კი კარიერას კრისტაპს პორზინგისი გააგრძელებს.
30 წლის ლატვიელისთვის ეს NBA-ში მე-6 გუნდი იქნება - ნიუ იორკ ნიქსი (2015-2019), დალას მავერიქსი (2019-2022), ვაშინგტონ უიზარდსი (2022-2023), ბოსტონ სელტიკსი (2023-2025), ატლანტა ჰოუქსი (2025-2026) და ახლა უკვე გოლდენ სტეიტ უორიორსი.
ასევე ჩარანიას ცნობით, გოლდენ სტეიტმა იანის ანტეტოკუნმპოს დამატების მცდელობას თავი დაანება. უორიორსში მივიდნენ დასკვნამდე, რომ მილუოკი ბაქსი ბერძენ სუპერვარსკვლავს არ გაცვლის.