ფულემმა მადრიდის რეალის ახალგაზრდა თავდამსხმელის, გონსალო გარსიას გადაბირებაზე მუშაობა შეწყვიტა.
ჟურნალისტ ნიზარ კინსელას ცნობით, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ 22 წლის ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს და მას გუნდში იტოვებს.
ლონდონური კლუბი შეტევის ხაზის გაძლიერებას აქტიურად ცდილობს მას შემდეგ, რაც ჰარი უილსონი და რაულ ხიმენესი კლუბიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდნენ.
ფულემის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ სწორედ გონსალო გარსიას დამატება ისურვა, რომელთანაც მადრიდში მუშაობის გამოცდილება აქვს, თუმცა სამეფო კლუბის პოზიციის გამო ინგლისელები იძულებულნი არიან ალტერნატიული ვარიანტები მოძებნონ.
გარსია მადრიდული კლუბის აკადემიის აღზრდილია და გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩში 8 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.