ჰალ სიტის მფლობელმა აჯუნ ილიჯალიმ სატრანსფერო ჭორების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და გულშემატკივრებს უჩვეულო ფორმით მიმართა.
პრემიერლიგაში ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული კლუბის თურქმა მფლობელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მოსალოდნელი ტრანსფერების შანსები პროცენტებში ჩამოწერა.
ილიჯალის თქმით, გავრცელებული ცნობები, თითქოს ფეხბურთელებმა ჰალ სიტიში გადმოსვლაზე უარი თქვეს, სიმართლეს არ შეესაბამება. კლუბმა უკვე დაიმატა ჯეკ ბატლენდი, ოსკარ სამბრანო და მეთ თარგეთი. თურქმა ბიზნესმენმა გულშემატკივრებისთვის ქვეყნების დროშები და პროცენტები გამოაქვეყნა: მაგალითად, იაპონიის დროშას 99 პროცენტი ეწერა, რაც ხიდემასა მორიტას შესაძლო ტრანსფერზე მიანიშნებს. სიაში ასევე მოხვდნენ საბერძნეთის, შვედეთის, ავსტრალიის, ხორვატიისა და პორტუგალიის დროშები.
ჰალ სიტიმ შემადგენლობის გასაძლიერებლად 55-მილიონიანი სესხი უკვე აიღო. გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, სერგეი იაკიროვიჩს ახალწვეულების შეთამაშება სწრაფად მოუწევს, რადგან პრემიერლიგის პირველ ტურში, 22 აგვისტოს, ჰალ სიტი მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს.