Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი ლივერპულის მცირე წილის შეძენას განიხილავს.
საუბარია ბიზნესმენ ამიტ ბჰატიასა და ფოლადის მაგნატ ლაკშმი მიტალის ოჯახის მიერ შექმნილ ინვესტორთა ჯგუფზე, რომელიც კლუბის 30-პროცენტიანი წილის სანაცვლოდ 1.35 მილიარდ გირვანქა სტერლინგს ჩამოდის. FSG-ში ინტერესი უკვე დაადასტურეს: „ამიტ ბჰატიას მიერ მართულმა საინვესტიციო კონსორციუმმა გამოხატა სურვილი, განახორციელოს სტრატეგიული მცირე ინვესტიცია ლივერპულში“.
საფეხბურთო ფინანსების ექსპერტ კირან მაგვაიერის თქმით, ეს გარიგება ამერიკელი მფლობელებისთვის იდეალური სვლაა. FSG საკონტროლო პაკეტსა და კლუბის მართვის სადავეებს კვლავ შეინარჩუნებს, ხოლო მიღებული მილიარდები მათ პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს.
ამასთან, ბეზოსისა და მიტალის გამოჩენა ლივერპულს უპროცენტო სესხებისა და Amazon-თან მასშტაბური კომერციული პარტნიორობის უპრეცედენტო შესაძლებლობებს გაუხსნის.
მოპოვებული კაპიტალი კლუბს სატრანსფერო ბაზარსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში უდიდეს უპირატესობას მისცემს. ანდონი ირაოლას გუნდისთვის ეს ფინანსური გარღვევა ახალი ეპოქის დასაწყისი შეიძლება გახდეს.