ჯეკ გრილიში კვლავ ყურადღების ცენტრშია, თუმცა ამჯერად არა მოედანზე თამაშით, არამედ მისი „საფირმო“ გართობის სტილით.
30 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ევერტონშია განათხოვრებული, მანჩესტერის ერთ-ერთ ბარში მეგობრებთან ერთად ყოფნისას სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩაეძინა.
გრილიშისთვის 2025-26 წლების სეზონი ნაადრევად დასრულდა იანვარში მიღებული ფეხის სერიოზული ტრავმის გამო. ოპერაციის შემდეგ ის სარეაბილიტაციო კურსს გადის და მოედანს მომავალი სეზონისთვის უნდა დაუბრუნდეს, თუმცა ტრავმამ მას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსიც წაართვა.
The Sun-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს სკამზე მიწოლილი გრილიში, რომელსაც მეგობრები გაღვიძებას უშედეგოდ ცდილობენ. თვითმხილველთა თქმით:
„მეგობრები მის გაღვიძებას ცდილობდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, სასმელმა თავისი გაიტანა.“

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გრილიში „წვეულებების მოყვარული ბიჭის“ სტატუსს ამართლებს. მანამდე ის მარტში ჯორდან პიკფორდთან ერთად რომში იმყოფებოდა, გასულ დეკემბერს კი გავრცელდა ინფორმაცია ლონდონის სტრიპტიზ-კლუბში გამართულ 20,000-ფუნტიან წვეულებაზე.
გრილიშის მომავალი ბუნდოვანია. ევერტონს მისი გამოსყიდვის უფლება აქვს, თუმცა კლუბი 50-მილიონიანი ფასის შემცირებას ითხოვს. ასევე განიხილება ასტონ ვილაში დაბრუნება, საუდის არაბეთი ან MLS, რადგან მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტის დასრულებამდე მას მხოლოდ 12 თვე რჩება.