მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პეპ გვარდიოლას თქმით, მას და ფეხბურთელებს ამ სეზონში ნაჩვენები თამაშით არანაირი ფულადი ბონუსი არ დაუმსახურებიათ.
როგორც იცით, ფიფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მსოფლიოს ახალი საკლუბო ჩემპიონატის მოგებისთვის, რომელიც ზაფხულში პირველად გაიმართება, გუნდი 125 მილიონ ევროს მიიღებს.
„ამ სეზონში ჩვენ არანაირი ბონუსი არ გვეკუთვნის. ბონუსი კი არა, საჩუქრად საათიც კი არ დაგვიმსახურებია.
ამიტომ, თუ მსოფლიო საკლუბოს მოვიგებთ, მთელ ფულს კლუბი აიღებს." - აღნიშნა გვარდიოლამ.
მსოფლიოს ახალი საკლუბო ჩემპიონატი 13 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები