პეპ გვარდიოლა ვულვზთან (1:0) მატჩში თავისი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო დარჩა.
„შედეგებს თუ გადავხედავთ, ამ მხრივ მომატებული გვყავს, მაგრამ თამაშის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი.
პირველ 20 წუთში ვულვზი ჩვენზე ბევრად, ბევრად კარგად გამოიყურებოდა, მომენტებიც ბლომად ჰქონდა და გაგვიმართლა, რომ არ გავუშვით. ვერ ვთამაშობდით ისე, როგორც გვინდა, მაგრამ ვიცით, რისთვის ვირჯებით.
ახლა ცხრილში უფრო მაღლა ვართ, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ, ხუთი თუ ექვსი თამაში მოვიგეთ, სხვა გუნდებმა კი ქულები დაკარგეს. ასეთი გამარჯვება კარგი იმით არის, რომ ხაზს უსვამს, რამდენად ბევრი გვაქვს კიდევ სამუშაო." - აღნიშნა პეპმა.