კევინ დე ბრუინმა კარიერა შესაძლოა იტალიის სერია ა-ში გააგრძელოს.
ჟურნალისტ საშა ტავოლიერის ინფორმაციით, ნაპოლი ბელგიელ ვეტერანს შეთავაზებას მომდევნო კვირაში გაუკეთებს.
თავად დე ბრუინი ძალების სერია ა-ში მოსინჯვის წინააღმდეგი არ არის, რადგან თანამემამულეებმა რომელუ ლუკაკუმ და დრის მერტენსმა იტალიის ჩემპიონატზე დადებითი წარმოდგენა შეუქმნეს.
ერთი თვის წინ დე ბრუინმა სიტიდან სეზონის ბოლოს წასვლა ოფიციალურად დაადასტურა. ფეხბურთელმა ზუსტად ისიც კი არ იცის, ითამაშებს თუ არა კლუბთან ერთად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, რადგან მისი კონტრაქტი 30 ივნისს იწურება, ტურნირი კი 14 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით, აშშ-ში გაიმართება.