ინგლისის პრემიერ ლიგის 35-ე ტურში მანჩესტერ სიტიმ ეტიჰადზე ვულვზი მიიღო და მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა გაიტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა.
სიტიმ ამ მოგებით 64 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, მეორეადგილოსან არსენალთან ჩამორჩენა 3 ქულაა, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს.
აღსანიშნავია, რომ გვარდიოლას გუნდი ბოლო 9 მატჩია დაუმარცხებელია. სიტიმ 7 შეხვედრა მოიგო და 2 ფრედ ითამაშა.