ინტერი - ფლუმინენსეს (0:2) შემდეგ, სენსაციით დასრულდა საკლუბო მუნდიალის კიდევ ერთი 1/8 ფინალი.
გამთენიისას ერთმანეთს მან სიტი და ალ ჰილალი დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ძალიან საინტერესო, დაძაბული და რაც მთავარია, უხვგოლიანი გამოდგა.
საბოლოოდ გამარჯვება ექსტრა-ტაიმში ალ ჰილალმა (4:3) მოიპოვა და მან სიტი ტურნირს გამოთიშა.
ბერნარდუ სილვას გოლით ქალაქელებმა პირველი ტაიმი მოიგეს, თუმცა მეორე ნახევრის 7 წუთში ალ ჰილალმა ორი გოლი შეაგდო და წინ გასვლა შეძლო.
55-ე წუთზე ჰალანდმა წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა. საბოლოოდ, საქმე ექსტრა-ტაიმში გადავიდა.
94-ე წუთზე კულიბალიმ ალ ჰილალი კვლავ დააწინაურა, 104-ზე ფოდენმა ტაბლოზე მორიგი ფრე აანთო. თუმცა გამარჯვების გოლი მაინც სიმონე ინძაგის გუნდმა გაიტანა - 112-ე წუთზე მარკოს ლეონარდომ დუბლი მიითვალა და თავისი გუნდი 1/4 ფინალში გაიყვანა.
1/4 ფინალურ ეტაპზე ალ ჰილალის მეტოქე ბრაზილიური ფლუმინენსე იქნება, მან სიტიმ კი 2024/25 სეზონი ოფიციალურად უტიტულოდ დაასრულა.