მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8 ფინალში სენსაცია დაფიქსირდა.
ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის ფინალისტი ინტერი მერვედფინალში ბრაზილიურ ფლუმინენსესთან 0:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ბრაზილიელებმა ანგარიში მალევე, მე-3 წუთზე გახსნეს. ეს უპირატესობა ფლუმინენსემ თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში შეინარჩუნა და მატჩის მიწურულს, ინტერის გამათანაბრებელი გოლის ნაცვლად, მაყურებელმა ბრაზილიელთა მეორე გოლი იხილა.
ამ გამარჯვებით ფლუმინენსემ 1/4 ფინალში დაიბევა ადგილი, სადაც მან სიტის და ალ ჰილალს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ინტერმა კი 2024/25-წლების სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულა.
სიტის და ალ ჰილალის შეხვედრა უკვე დღეს, გამთენიისას, 05:00 საათზე გაიმართება.