VIDEO: კეინის დუბლი - პსჟ 1/4 ფინალში ბაიერნს შეხვდება
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ფლამენგო ბაიერნს დაუპირისპირდა. მატჩი უხვგოლიანი გამოვიდა.
პირველი ტაიმი გერმანელთა გამარჯვებით 1-3 დასრულდა. მე-6 წუთზე პულგარის ავტო-გოლს ,ე-9 წუთზე კეინის გოლი მოჰყვა, 33-ე წუთზე ჟერსონმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა 41-ე წუთზე გორეცკამ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა.
55-ე წუთზე ჟორჟინიომ პენალტის საშუალებით სხვაობა ისევ შეამცირა და ფლამენგოს შანსი გაუჩინა, თუმცა 73-ე წუთზე ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში 2-4 დააფიქსირა.
ბაიერნი 1/4 ფინალშია, სადაც მისი მეტოქე პარი სენ-ჟერმენი იქნება. მატჩი 5 ივლისს გაიმართება.