ბარსელონას ლეგენდა ხრისტო სტოიჩკოვის გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, რაფინიას არ ეთანხმება.
რამდენიმე დღის წინ რაფინიამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჩატარების პერიოდი გააკრიტიკა. ცნობისთვის, ბარსელონა ამ ტურნირზე ვერ მოხვდა.
„არავის უკითხავს ფეხბურთელებისთვის, ეთანხმებიან თუ არა ამ ტურნირის ჩატარების ვადებს. ყველა იმსახურებს ერთთვიან შვებულებას, რომელსაც ბევრი ვერ მიიღებს." - აღნიშნა ბრაზილიელმა.
„აქ მეც მითამაშია, მოდით ცოტა დავმშვიდდეთ. ადრე ორი ცვლილება იყო დაშვებული, ახლა - ხუთია, ანუ შესვენებაზე ნახევარი გუნდის შეცვლა შეგიძლია. კიდევ ერთი ცვლილების გაკეთება შეიძლება დამატებით დროშიც. ამიტომ, მსგავსი საუბრები უსამართლობა მგონია.
გეგონება, ფეხბურთი არასდროს გვითამაშია და ერთ სეზონში ამდენი თამაშიც არასდროს ჩაგვიტარებია." - აღნიშნა სტოიჩკოვმა Marca-სთან ინტერვიუში.