ლივერპულის ოფიციალური გვერდის განცხადებით, კლუბმა თავისუფალი აგენტის სტატუსით ფრედი ვუდმენი დაიმატა.
28 წლის მეკარემ წითლებთან კონტრაქტი პრესტონ ნორთ ენდიდან წამოსვლის შემდეგ გააფორმა.
ინგლისის U21 ნაკრების ყოფილმა მოთამაშე პრესტონში გატარებულ 3 წელიწადში 138 მატჩი ჩაატარა.
მეკარეს იქამდე სხვადასხვა ინგლისურ და შოტლანდიურ კლუბში უთამაშია, მათ შორის წლების განმავლობაში ნიუკასლის საკუთრება იყო, იჯარით კი სუონსიში და კილმარნოკში ასპარეზობდა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ვუდმენი ალისონისა და მამარდაშვილის შემდეგ ლივერპულის მე-3 მეკარე იქნება.
მერსისაიდელებმა ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა უნგრელი მეკარე არმინ პეჩიც დაიმატეს. ახალწვეულებმა ლივერპულის მეკარეთა იერარქიაში კივინ კელეჰერი, ვიტეშლავ იაროში და ჰარვი დევისი უნდა შეცვალონ.