ერლინგ ჰალანდმა არსენალთან გამარჯვების (2:1) შემდეგ, მეტოქეს მიანიშნა, რომ მათ ბოლო სეზონებში გადამწყვეტ მომენტში ძალა არ ეყოთ.
ამ მოგებით მანჩესტერ სიტიმ სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა და რეალური შანსი აქვს, ოთხშაბათს, ბერნლისთან მოგებით, ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდეს.
კითხვაზე, მოახდინა თუ არა სიტიმ არსენალზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ნორვეგიელმა უპასუხა:
არ ვიცი, მათ უნდა ჰკითხოთ. ბოლო სეზონებში მათ ძალა არ ეყოთ. ახლა პირველები არიან და მთელი სეზონი საუკეთესო გუნდი იყვნენ, ამიტომ ზედმეტი ლაპარაკი არ მინდა. ჩვენ უბრალოდ საკუთარ თავზე ვართ ფოკუსირებული და ვიცით, როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე ასეთ სიტუაციაში.
ჰალანდის 65-ე წუთზე გატანილმა გოლმა დონარუმას უხეში შეცდომა გამოასწორა, რომელმაც მანამდე ჰავერცს გაათანაბრების საშუალება მისცა.