ერლინგ ჰალანდმა განაცხადა, რომ ის არასდროს დაეცემა მოედანზე მეტოქის გასაძევებლად. მისი თქმით, მამამისის მიერ ჩანერგილი პრინციპებია იმის მიზეზი, რომ გაბრიელი წითელ ბარათს გადაურჩა.
რატომ გადაურჩა გაბრიელი წითელს? - VAR-ის განცხადება
ჰალანდმა გაიხსენა, როგორ ასწავლიდა მამამისი, სიტის, ლიდსის, ნოტინგემ ფორესტისა და ნორვეგიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე ალფ ინგე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მოედანზე:
რომ წავქცეულიყავი, ეს წითელი ბარათი იქნებოდა, მაგრამ მე ამას არასდროს გავაკეთებ. მამაჩემმა ასე მასწავლა - იდექი ფეხზე და ნუ იქნები... ეს სიტყვა იწყება ასო P-ზე. ეს არის რეალობა. შეიძლება უნდა დავცემულიყავი, შეიძლება ასე უფრო ადვილი ყოფილიყო, მაგრამ ეს არ გავაკეთე და ამის გამო ყვითელი ბარათი მივიღე.
ჰალანდმა გაბრიელთან ბრძოლას, რომელმაც ერთ ეპიზოდში მაისურიც კი შემოახია, ჭიდაობა უწოდა და აღნიშნა, რომ მისი შეყვარებული უკმაყოფილოა მატჩების ასეთი ფიზიკური ხასიათით.
მან დასძინა:
ვფიქრობ, მაისურზე მომქაჩეს. ჯარიმა არ დანიშნულა, ასეთია პრემიერ ლიგა დღესდღეობით. აქა-იქ ჭიდაობაა. ბევრი დუელი, ბევრი ნაკაწრი. ჩემი შეყვარებული დიდად კმაყოფილი არ არის ამით.