ერლინგ ჰალანდის მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოყენებული სამხრეთ კორეული წარმოების თმის რეზინი ოფიციალურად მსოფლიო მასშტაბით დეფიციტშია.
თმის აქსესუარი, სახელწოდებით Kknekki, კომპანია Dooji Co.-ს მიერ ჩუნჩეონში, სამხრეთ კორეაშია წარმოებული. ბრენდის სახელი მომდინარეობს გიონსანგის დიალექტიდან და ნიშნავს „ძაფს“ ან „თოკს“.
ერლინგ ჰალანდისა და მწარმოებლის თანამშრომლობა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩო ჰიუნ-ტემ, აღმოაჩინა, რომ ფეხბურთელი უკვე იყენებდა მათ პროდუქციას, რის შემდეგაც მან მანჩესტერ სიტის ვარსკვლავს კლუბის ფერებში შესრულებული პერსონალიზებული რეზინები აჩუქა.

საბოლოოდ, ამ ურთიერთობამ წარმოშვა "ჰალანდის გამოცემა“, რომელიც ფეხბურთელის მიერ პირადად შერჩეული ფერებითაა აწყობილი და სწორედ ეს მოდელი გამოიყენა მან მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების დროს.

ჰაალანდის რჩეული თმის რეზინები ცნობილია თავისი გამძლეობითა და კომფორტული მოჭიდებით, რაც მათ საშუალებას აძლევს, მყარად დარჩეს თმაზე მაღალი ინტენსივობის ფეხბურთის მატჩების დროსაც კი.

ჰალანდის მიერ მსოფლიო ასპარეზზე ამ აქსესუარის დემონსტრირებამ საერთაშორისო მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა, რის გამოც საწყობები სრულად დაიცალა და მსურველებს ნივთის შეძენისთვის ლოდინი მოუწევთ.