• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
48 თუ 64 გუნდი შემდეგ მუნდიალზე? - CONMEBOL-ის პრეზიდენტის განცხადება
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

48 თუ 64 გუნდი შემდეგ მუნდიალზე? - CONMEBOL-ის პრეზიდენტის განცხადება

20 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

CONMEBOL-ის პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგესმა საფეხბურთო სამყარო გააოცა განცხადებით, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 64-მდე გაიზრდება.


ეს 2026 წლის ტურნირთან შედარებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაფართოება იქნება. მსოფლიო ჩემპიონატზე ტრადიციულად 16 გუნდი მონაწილეობდა, 1982 წელს მონაწილეთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, ხოლო 1998 წლიდან ტურნირზე 32 ნაკრები ასპარეზობდა. 2026 წლის ჩემპიონატი ისტორიაში პირველი 48-გუნდიანი მუნდიალი იყო.


CONMEBOL-ის პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგესმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად 2030 წლის ტურნირზე 64 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.


2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისედაც გამორჩეული ფორმატით გაიმართება: პირველი მატჩები ურუგვაიში, არგენტინასა და პარაგვაიში ჩატარდება, ხოლო ტურნირის ძირითადი მასპინძლები მაროკო, პორტუგალია და ესპანეთი იქნებიან.


ბუნებრივია, თუ მონაწილეთა რაოდენობა 64-მდე გაიზრდება, ეს მნიშვნელოვნად შეცვლის საკვალიფიკაციო სისტემასაც.


FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ეს იდეა მანამდეც გააჟღერა და აღნიშნა, რომ საკითხს აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გასამართი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ განიხილავენ.


„მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისას მნიშვნელოვანია, რომ ის მთელი მსოფლიოსთვის იყოს და არა მხოლოდ ევროპისა და სამხრეთ ამერიკისთვის. რეალურად, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს ოცნება, რომ ერთ დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს,“ - განაცხადა ინფანტინომ.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მსოფლიო ჩემპიონატი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

გავიმ ფინალამდე დადებული პირობა შეასრულა - როგორია ფეხბურთელის ახალი იმიჯი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გავიმ ფინალამდე დადებული პირობა შეასრულა - როგორია ფეხბურთელის ახალი იმიჯი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრამპი ფიფას მკაცრად აფრთხილებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრამპი ფიფას მკაცრად აფრთხილებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ უჭერს მექსიკა ინფანტინოს მხარს? - ფარული შეთანხმება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ უჭერს მექსიკა ინფანტინოს მხარს? - ფარული შეთანხმება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ახალი ზელანდია ოკეანთს ემიჯნება - სკანდალური პოზიცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ახალი ზელანდია ოკეანთს ემიჯნება - სკანდალური პოზიცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

06 აგვ, 2026

გავიმ ფინალამდე დადებული პირობა შეასრულა - როგორია ფეხბურთელის ახალი იმიჯი?

News image

11 აგვ, 2026

ტრამპი ფიფას მკაცრად აფრთხილებს

News image

11 აგვ, 2026

რატომ უჭერს მექსიკა ინფანტინოს მხარს? - ფარული შეთანხმება

News image

15 აგვ, 2026

ახალი ზელანდია ოკეანთს ემიჯნება - სკანდალური პოზიცია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება