ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში თავისი ცნობილი ფრაზით „Here we go!“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ იან დიომანდე კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს.
მადრიდულმა კლუბმა და ლაიფციგმა შეთანხმებას მიაღწიეს და ტრანსფერის ღირებულებამ 100 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა.
ვინგერი მადრიდში მიმდინარე კვირაშივე გაემგზავრება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 2031 წლის ივნისამდე გათვალისწინებულ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ამ ტრანსფერის დადასტურებამდე დაიწერა, რომ პსჟ დიომანდესთვის ბრძოლას გამოეთიშა.