მილანის ინტერი ტოტენჰემის კაპიტნის, კრისტიან რომეროს შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც "The Guardian" წერს, არგენტინელმა მცველმა, რომელმაც ამ თვეში ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე მიაღწია, შესაძლოა ზაფხულში ლონდონური კლუბი სოლიდური თანხის სანაცვლოდ დატოვოს.
2021 წლიდან ტოტენჰემის რიგებში რომერომ 156 მატჩი ჩაატარა და გუნდს გასულ წელს ევროპა ლიგის მოგებაშიც დაეხმარა, თუმცა 2025/26 წლების რთული სეზონის განმავლობაში მან ოთხი სხვადასხვა დისკვალიფიკაცია მიიღო.
იან პოლ ვან ჰეკესა და თავისუფალი აგენტის სტატუსით მოსული მარკოს სენესის ტრანსფერების შემდეგ, რობერტო დე ძერბის გუნდი მზადაა არგენტინელი გაუშვას და ფეხბურთელის აგენტები მილანში ინტერთან სასაუბროდ უკვე ჩავიდნენ.
მილანური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუზილიომ Sky Italy-სთან საუბარში განაცხადა:
ეს ნამდვილად ის გარიგებაა, რომლის გაფორმებასაც ფეხბურთელთან და კლუბთან ერთად ვცდილობთ. მსგავს საქმეებს გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ ინტერესი აშკარაა. ვნახოთ, რა იქნება.