პარი სენ-ჟერმენმა ლივერპულის მთავარი სამიზნის, ბრედლი ბარკოლას ტრანსფერის ფასი დააწესა.
როგორც გამოცემა L’Équipe იტყობინება, ფრანგული კლუბი 23 წლის ვინგერის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს ითხოვს.
თავად ფეხბურთელმა ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები უკვე შეაჩერა და ახალი გამოწვევებისთვისაა მზად, თუმცა პარიზული გუნდიდან წასვლას ძალის გამოყენებით არ აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბარკოლას მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის ოთხი კლუბი იჩენს, მთავარ ფავორიტად ლივერპული რჩება. ფრანგი ფეხბურთელი უპირატესობას სწორედ ენფილდზე გადასვლას ანიჭებს, თუ კლუბები თანხაზე შეთანხმებას შეძლებენ.
მოჰამედ სალახის წასვლის შემდეგ მერსისაიდელებს ფლანგების გაძლიერება სჭირდებათ, ხოლო ბარკოლა, რომელიც ტექნიკური მონაცემებითა და შეტევაში ინოვაციებით გამოირჩევა, გუნდის შეტევას სრულიად ახალ განზომილებას შესძენს.