ვულვერჰემპტონმა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ძველ ვიდეოკადრებზე, რომლებიც ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზეა გადაღებული და კლუბის აკადემიის ერთ-ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს უკავშირდება, განცხადება გააკეთა.
ვიდეო პირველად 2025 წელს გამოჩნდა და ახლახან ხელახლა მიიპყრო ყურადღება.
კლუბი განმარტავს, რომ გავრცელებული კადრები კონტექსტიდან სრულად ამოგლეჯილია. ვულვზის განცხადებით, ვიდეოში მხოლოდ ინციდენტის საბოლოო მომენტი ჩანს და ის არ ასახავს იმ ხანგრძლივ ბულინგსა და სისტემატურ ზეწოლას, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელი მანამდე განიცდიდა.
ვულვზის ხელმძღვანელობა მკაცრად გმობს როგორც თავად ძალადობას, ისე იმ პირებს, ვინც სოციალურ ქსელებში არასრულწლოვანი მოთამაშის იდენტიფიცირება, მისი შეურაცხყოფა და მუქარა სცადა, რის შესახებაც სამართალდამცავ ორგანოებს უკვე აცნობეს.
აკადემიის დირექტორმა ფეხბურთელი დაახასიათა როგორც პატივსაცემი და თავმდაბალი პიროვნება, ხოლო კლუბმა აღნიშნა, რომ მოზარდსა და მის ოჯახს ამ რთულ პერიოდში სრულ ფსიქოლოგიურ და სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს.