საუდის არაბეთის კლუბმა ალ-ჰილალმა კოლუმბიელი ვინგერის, ლუის დიასის შესაძენად ასტრონომიული თანხა გამოყო.
საუდის არაბეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის განსახორციელებლად კლუბი მზადაა, ბაიერნში მოთამაშე ფეხბურთელს წლიური 25 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასი შესთავაზოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ალ-ჰილალის ხელმძღვანელობა ჯერ ფეხბურთელთან პირადი პირობების შეთანხმებას ცდილობს და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართავს ოფიციალური წინადადებით გერმანულ მხარეს.
თუ დიასმა შეთავაზება მიიღო, საუდის არაბეთის კლუბი ბაიერნს 120-დან 150 მილიონ დოლარამდე შესთავაზებს, რაც დაამსხვრევს ნეიმარის რეკორდს (90 მილიონი ევრო) და დიასს საუდის ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად აქცევს.
აღსანიშნავია, რომ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის 350 მილიონი დოლარის ბიუჯეტი აქვს გამოყოფილი, ზაფხულში კი მათ უკვე დაიმატეს კრისენსიო სამვერილი ვესტ ჰემიდან.