• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ჰოლივუდის ვარსკვლავებმა თეთრი სახლის ტურნირზე დასწრებაზე უარი თქვეს
ჯანსაღი ცხოვრებაჯანსაღი ცხოვრება

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა თეთრი სახლის ტურნირზე დასწრებაზე უარი თქვეს

06 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დუეინ ჯონსონმა, ადამ სენდლერმა და სხვა ვარსკვლავებმა თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიებაზე დასწრებაზე უარი თქვეს.


წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპორტული მოვლენა მომავალ კვირას, 14 ივნისს გაიმართება, სადაც მთავარი ბრძოლა ილია თოფურიასა და ალექს პერეირას მონაწილეობითაა ჩანიშნული.

ოქტაგონის გარშემო ტრიბუნები ფანების ნაცვლად სელებრითებით, გავლენიანი პოლიტიკოსებითა და სამხედროებით შეივსება. UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა, განაცხადა, რომ მას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კომპანია TKO-ს ხელმძღვანელს, არი ემანუელს, სტუმრების სიის შესადგენად კვოტები ჰქონდათ გამოყოფილი.


უაითმა საკუთარი 300-კაციანი სიიდან მოწვევა უამრავ ვარსკვლავს გაუგზავნა, მათ შორის დუეინ ჯონსონს, რომელიც წარსულში ხშირად ესწრებოდა ორგანიზაციის ღონისძიებებს და TKO-ს დირექტორთა საბჭოს წევრიცაა.

გამოცემა Vanity Fair-ის ინფორმაციით, ჯონსონთან ერთად მოწვევაზე უარი თქვეს ადამ სენდლერმა, ჯარედ ლეტომ და მარიო ლოპესმაც. ამის საპასუხოდ უაითმა Forbes-თან ინტერვიუში აღნიშნა:


როცა მხოლოდ 300 ბილეთი გაქვს, ბევრი სელებრითის მიწვევას აზრი არ აქვს. ჩემს სიაში ცნობილი ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფია. მე მირჩევნია იქ ნამდვილი ფანები იყვნენ, რომლებიც ამ ყველაფერს დააფასებენ.


ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებს შორის არიან რეჟისორი გაი რიჩი და ამერიკული ფეხბურთის ლეგენდა ტომ ბრეიდი, რომლებიც ტურნირს სავარაუდოდ დაესწრებიან.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

დანა უაითი
ილია თოფურია
MMA
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

როგორ უნდა შეაჩეროს მაკგრეგორმა ჰოლოუეის ზეწოლა

•UFC

UFC

როგორ უნდა შეაჩეროს მაკგრეგორმა ჰოლოუეის ზეწოლა
•UFC

UFC

გეიჯი ხაბიბთან ბრძოლაზე: "უფრო მალე უნდა დასრულებულიყო"

•UFC

UFC

გეიჯი ხაბიბთან ბრძოლაზე: "უფრო მალე უნდა დასრულებულიყო"
•UFC

UFC

რა სჭირდება მაკგრეგორს UFC-ში წარმატებისთვის?

•UFC

UFC

რა სჭირდება მაკგრეგორს UFC-ში წარმატებისთვის?
•UFC

UFC

,,დახმარება მჭირდება" - პორიე დაკავების ვიდეოს ეხმაურება

•UFC

UFC

,,დახმარება მჭირდება" - პორიე დაკავების ვიდეოს ეხმაურება
•UFC

UFC

News image

18 სთ წინ

როგორ უნდა შეაჩეროს მაკგრეგორმა ჰოლოუეის ზეწოლა

News image

18 სთ წინ

გეიჯი ხაბიბთან ბრძოლაზე: "უფრო მალე უნდა დასრულებულიყო"

News image

18 სთ წინ

რა სჭირდება მაკგრეგორს UFC-ში წარმატებისთვის?

News image

5 სთ წინ

,,დახმარება მჭირდება" - პორიე დაკავების ვიდეოს ეხმაურება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება