ვაშინგტონში UFC Freedom 250-ის დღე დადგა.
ქარდზე არაერთი ცნობილი სახე იბრძოლებს, თუმცა მაყურებლები ყველაზე დიდი ინტერესით ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის სატიტულო დაპირისპირებას ელოდებიან.
მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ გასულ ზაფხულს მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ის ამ გაერთიანებით ბრძოლაში ფავორიტად მიიჩნევა, თუმცა მაქს ჰოლოუეი თვლის, რომ ჯასტინ გეიჯის ჩამოწერა არ შეიძლება.
მაქს ჰოლოუეის პროგნოზი: „თუ ფსონის დადება მომიწევს, ილიას მხარეს ვიქნები“
თოფურიამ, რომელმაც ჩარლზ ოლივეირას დანოკაუტებით ორწონიანი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მანამდე ჰოლოუეი და ვოლკანოვსკიც დაამარცხა. ამ შთამბეჭდავი სერიის გამო, ბევრი მიიჩნევს, რომ მატადორი UFC Freedom 250-ზეც დაუმარცხებელი დარჩება.
მიუხედავად იმისა, რომ ჰოლოუეი ჯასტინ გეიჯის სათანადოდ აფასებს, მას მაინც ჩემპიონის გამარჯვების სჯერა:
ვფიქრობ, ეს ბრძოლა გიჟური იქნება. ბევრი ადამიანი ჯასტინ გეიჯის მოგებაზე არ ფიქროვს და არ ვიცი რატომ. გეიჯი ძალიან სახიფათოა. გეიჯი ადვილად მოსახვედრი სამიზნეა და ჩვენ ვნახეთ, რა ხდება, როდესაც ილია თოფურია ვინმეს ხელს არტყამს. გულშემატკივრები მხოლოდ მოიგებენ. თუ ფსონების კაცი ვიქნებოდი, ჩემს ფულს ილიაზე დავდებდი, თუმცა, გეიჯის კოეფიციენტი (+540) ძალიან მიმზიდველია, მას აქვს დარტყმის უნიკალური ძალა.