ხამზატ ჩიმაევმა დილონ დანისსთან RAF 10-ის დროს მომხდარი ვირუსული ჩხუბის საკუთარი ვერსია გააჟღერა.
გასულ შაბათს, ხამზატ ჩიმაევმა Real American Freestyle Wrestling-ში აღნიშნა დებიუტი და დილონ დანისს დაუპირისპირდა.
მატჩის წინ სკანდალურმა დანისმა იწინასწარმეტყველა, რომ ყოფილი UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონი ორთაბრძოლისას წესებს დაარღვევდა. ზუსტად ასეც მოხდა: მატჩის დასრულებისას ჩიმაევმა დანისს ფეხი დაარტყა, რამაც მასშტაბური ჩხუბი გამოიწვია.
VIDEO: ჩიმაევი vs დენისი - მასობრივი ჩხუბი RAF-ზე
მოულოდნელი არ ყოფილა ის, რომ ჩიმაევმა სწრაფად მოიპოვა გამარჯვება ტექნიკური წაქცევით, თუმცა დანისის სტილში, მან უბრძოლველად დანებება არ ისურვა. საბრძოლო ხელოვნების სპეციალისტმა მატჩის ბოლოს მტკივნეული ილეთის გაკეთება სცადა და როგორც ჩანს, წესების დარღვევით, ხელი არ გაუშვია მატჩის დასრულების შემდეგაც, რამაც ჩიმაევის აგრესიული რეაქცია გამოიწვია.
ჩიმაევმა განაცხადა:
რა უნდა ვიფიქრო? სულელი ხალხი სულელურ რაღაცებს აკეთებს. მე მივიღე ის ფაქტი, რომ მან იგრძნო, რომ ჭიდაობაში ჩემს დონეზე არ იყო, ამიტომ სცადა მტკივნეული ილეთის გაკეთება. მეთქი, აკეთე, ძმაო. თუ ის ამას შეძლებდა, აღარასდროს ვივარჯიშებდი. ის უცნაური ტიპია, გულწრფელად. თავის შეკავებას ვცდილობდი, მაგრამ როდესაც ეს იდიოტი ასეთ რაღაცებს აკეთებს, რა უნდა ვქნათ?
მატჩამდე ჩიმაევმა და დანისმა ქუჩის ჩხუბზე შეთანხმება სცადეს. ჩიმაევს ხალიჩაზე ჩხუბი არ დაუგეგმავს, ის დანისსთან ანგარიშსწორებას გარეთ გეგმავდა:
არ ველოდი, რომ ეს მოხდებოდა. ვფიქრობდი, მომეგო მატჩი და შემდეგ გარეთ მეთქვა მისთვის: „წამო, გარეთ ვიცეკვოთ“. ადრეც ვკითხე, შეგვეძლო თუ არა ქუჩის ჩხუბი, მაგრამ არ უნდოდა. როდესაც მოისურვებს, უბრალოდ გამომიგზავნოს შეტყობინება, ლოკაცია, სადაც არ უნდა იყოს, მე მზად ვარ.