-
Aa
+
ფონტის ზომა
თბილისის დროით ორშაბათ დილას MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ღონისძიება, ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლისთვის მიძღვნილი UFC Freedom 250 გაიმართება. ბრძოლები თეთრი სახლის ეზოში ჩატარდება - მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს ილიას თოფურია და ჯასტინ გეიჯი დაუპირისპირდებიან.
ღონისძიებაზე სულ შვიდი ბრძოლა შედგება - შვიდივე მთავარ ქარდზე. UFC Freedom 250 სტარტს 04:00-ზე აიღებს.
ქვემსუბუქ წონაში ერთმანეთს დიეგო ლოპესი და სტივ გარსია დაუპირისპირდებიან.
საშუალო წონაში ბო ნიკალი კაილ დაუკასს შეხვდება.
მაურისიო ფიური და მაიკლ ჩენდლერი მსუბუქ წონაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლამდე კი წონის მე-5 და მე-9 ნომრები, ჯოშ ჰოკიტი და დერეკ ლუისი იბრძოლებენ.
თანამთავარ ბრძოლამდე ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ბრძოლად ყოფილი ჩემპიონი შონ ომალისა და ალემან ზაჰაბის დაპირისპირება მოჩანს. მერაბ დვალიშვილის დივიზიონში შონი მესამე ადგილს იკავებს, ხოლო ზაჰაბი მეექვსეს. ამერიკელი ვარსკვლავი ბოლო სამ ბრძოლაში ორჯერ დამარცხდა - ორივეჯერ ქართველთან, ბოლო ბრძოლა იადონგს მოუგო და თეთრი სახლის ეზოში ასპარეზობასაც გამოჰკრა ხელი.
თანამთავარ ბრძოლაში ალექს პერეირა ისტორიის დაწერას სირილ განის წინააღმდეგ შეეცდება - მძიმე წონის პირველი ნომრის დამარცხების შემთხვევაში, პოატანი გახდება პირველი მებრძოლი UFC-ის ისტორიაში, რომელიც ქამარს სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვებს. აქამდე ბრაზილიელს საჩემპიონო ქამარი ნახევრად მძიმე და საშუალო წონებში მოუგია. საინტერესოა, რომ პერეირამ უფრო მძიმე წონა დააფიქსირა ვიდრე სირილ განმა - ბრაზილიელი აწონვებზე 114 კილოგრანმს იწონიდა, ფრანგი კი 112.5-ს. პერეირას აქამდე 84 კილოგრამიც აქვს დაფიქსირებული.
პირისპირ დგომამ დამანახა რომ ეს ომი იქნება
სირილ განმა უკანასკნელი ბრძოლა მძიმე წონის ჩემპიონ ტომ ასპინალთან ჩაატარა. თვალის დაზიანების გამო ინგლისელმა ბრძოლა შეწყვიტა - ბრძოლა უშედეგოდ გამოცხადდა. ალექს პერეირამ კი ნახევრად მძიმე წონაში მაგომედ ანკალაევი რემატჩში დაამარცხა - პოატანმა რუსი მებრძოლი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და ქამარიც დაიბრუნა.
კვირას რაც არ უნდა მოხდეს პერეირა მაინც ყველა დროის საუკეთესოთა შორისაა
ილია თოფურია ალექს პერეირაზე.
„ყოველგვარი ეჭვის გარეშე, დანა უაიტი ერთ-ერთი ადამიანია, რომელსაც ყველაზე მეტად ვაფასებ და ვცემ პატივს. ის, რაც შენ ააშენე და ღონისძიება, რომელიც შექმენი, მართლაც ისტორიულია" - ასე შეაფასა ილია თოფურიამ თეთრი სახლის ღონისძიება ლინკოლნის მემორიალთან გამართული პირისპირ დგომებისა და პრესკონფერენციის შემდეგ. UFC-მ მართლაც შთამბეჭდავი სანახაობა მოაწყო თეთრი სახლის ეზოში, რომელმაც ვერავინ დატოვა გულგრილი.
ილიასა და ჯასტინ გეიჯის წინასაბრძოლო თრეშთოქი საკმაო დაძაბულობაში გადაიზარდა - მებრძოლები ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდნენ სიტყვიერად:
გეიჯი: “თავად საკუთარ თავს მეფეს უწოდებს. ჰგონია, რომ ღმერთია. რა აუტანელი პატარა ნაბიჭვარია. ვერ წარმომიდგენია, 30 წუთი ერთ ოთახში მასთან ერთად ვიყო და ვუსმინო, როგორ ლაპარაკობს საკუთარ თავზე..."
მე მას მივატოვებდი
ილია: “მე ის კარგი ადამიანი მეგონა, მაგრამ რაც მან პერსონალური ზღვარი გადაკვეთა, ჩემი პატივისცემა აღარ ექნება… სულ რაღაც ორი წუთი დამჭირდება და შენი ოჯახის, შენი ქვეყნისა და ყველას თვალწინ დაგაძინებ”
ილიამ პრეზიდენ ტრამპსაც მიმართა, რომლის წვლილიც უდიდესია ამ ღონისძიების ჩატარებაში - ტრამპმა მებრძოლები ოვალურ ოფისშიც კი მიიწვია.
სხვაგან არ გაიხედოთ, არც თმა გაისწოროთ, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება
დაძაბული გამოდგა პირისპირ დგომაც, მას შემდეგ რაც ამერიკელმა ილიას უთხრა რომ საკმარისად ახლოს იყო დასარტყმელად, ქართველმა მას ხელი კრა - "არმინდა გატკინო, ამიტომაც სახეში არ დაგარტყი"
გეიჯიმ კი ერთ-ერთი ინტერნეტ ხუმრობა გააცოცხლა და ილია შრეკის პერსონაჟ ლორდ ფარქუადს შეადარა.
თოფურია ოქტაგონს თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება - მსუბუქი წონის ჩემპიონი ქამარს დროებით ჩემპიონ ჯასტინ გეიჯისთან დაიცავს. როგორც ილია ამბობს, ის ფიზიკურად კარიერის საუკეთესო ფორმაშია და ყველაფრისთვის მზადაა. ქართველმაც და ამერიკელმაც 155 ფუნტი ანუ 70,3 კგ დააფიქსირეს.
"ეს ცხოვრებაში ერთხელ მოსახდენი გამოცდილებაა - სპორტის ისტორიაში უდიდესი ღონისძიება. სიტყვებიც არ მყოფნის, უბრალოდ ვაუ. არ გამოტოვოთ!"

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები

