-
Aa
+
ფონტის ზომა
ბორნმუთის ახალგაზრდა მცველ დინ ჰუისენს მადრიდის რეალის ინტერესის შესახებ ჰკითხეს.
"პატივია, როცა რეალის ინტერესის შესახებ იგებ. მიხარია, რომ ასეთი დიდი კლუბი ჩემით ინტერესდება, ეს განსაკუთრებული ამბავია.
ჩემი კერპი სერხიო რამოსია. ჩემთვის, ის ისტორიაში საუკეთესო ცენტრალური მცველია. ის ყოველმხრივია და ლეგენდაა." - უთხრა 19 წლის ჰუისენმა Relevo-ს.
ჰუისენი გასული წლის ზაფხულში ბორმუთში იუვენტუსიდან გადავიდა და პრემიერ ლიგაში კარგი თამაშით თავიც გამოიჩინა.
19 წლის მცველმა ლუის დე ლა ფუენტეს ყურადღებაც მიიქცია, რომელმაც ის ესპანეთის ნაკრებში გამოიძახა.
იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ზაფხულში ჰუისენის გამოსყიდვა კლუბებს 50 მილიონ ფუნტად შეეძლებათ.
გავის და ისკოს გარეშე, რაულ ასენსიოსთან ერთად - ესპანეთის ნაკრების განაცხადი ცნობილია
თ
თაზო ჩარკვიანი