მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალმა რაულ ასენსიოსთან ახალ კონტრაქტზე მოილაპარაკა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეები უახლოეს პერიოდში უკანასკნელ მცირე დეტალებსაც შეათანხმებენ, რის შემდეგაც 22 წლის ცენტრალური მცველი კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.
ესპანელი, რომელიც ნაკრებში მარტში პირველად გამოიძახეს, მხოლოდ მადრიდის რეალში წარმატების მიღწევაზე ფიქრობს.
ახალი ხელშეკრულებით ფეხბურთელი კლუბისგან გაცილებით მაღალ ხელფასს მიიღებს, ახალი სეზონიდან კი ოფიციალურ ნომერს და პირველ გუნდში ადგილსაც - ამ სეზონში ის მეორე გუნდის წევრად არის რეგისტრირებული.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები