აბუ დაბიში, UFC-ის მორიგი საბრძოლო საღამო გაიმართა.
ღონისძიების თანამთავარ ბრძოლაში სუპერმსუბუქი დივიზიონის დაპირისპირება შედგა, სადაც პიოტრ იანმა მარკუს მაკგი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ბრძოლის შემდეგ რუსმა მებრძოლმა სატიტულო შანსი მოითხოვა და ისურვა, რომ მერაბ დვალიშვილსა და კორი სენდჰეგენს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდეს.
"კორი სენდჰეგენს ვეჩხუბე და დავამარცხე. ახლა მსურს, რომ იმას შევხვდე, ვინც სატიტულო ბრძოლას მოიგებს." - განაცხადა იანმა.
რუსის სურვილს მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
გილოცავ, პიოტრ, კარგი ბრძოლა იყო. პირველ რიგში, უნდა მოვიგო და შემდეგ შევხვდეთ.
დვალიშვილი და იანი ერთმანეთს 2023 წლის მარტში შეხვდნენ, სადაც ქართველმა 5-რაუნდიან ბრძოლაში ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.