ისლამ მახაჩევმა UFC-ის P4P რეიტინგში ილია თოფურიას პირველობაზე კომენტარი გააკეთა.
"ეს მარკეტინგია. ამას სპეციალურად აკეთებენ, რომ ბრძოლა დაარეკლამონ, ამიტომ ამას სწორად აკეთებენ.
ჩვენ რეიტინგის პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებთ.
მახაჩევმა თავისი მომდევნო ბრძოლის სავარაუდო თარიღიც დაასახელა.
"90%-ით შეთანხმება უკვე გვაქვს. სავარაუდოდ, ბრძოლა ნოემბერში შედგება."
ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონის სატიტულო ბრძოლაში ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება.