MMA-ის ქართველმა მებრძოლმა, ლევან ჩოხელმა სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
"დიდი ამბავი ჩემი მხარდამჭერებისთვის! ახლახანს ველაპარაკე UFC-ს და ჩემი დებიუტი მალე შედგება.
მზადყოფნაში ვარ - უკვე აქტიურ მოსამზადებელ კემპში ვარ და ველოდები მოკლე პერიოდში ბრძოლას." - წერს ჩოხელი.
28 წლის ჩოხელს MMA-ში 14 ბრძოლა აქვს მოგებული და 3 წაგებული.
ქართველმა ბოლო ბრძოლა ამ წლის 24 მაისს, ბრაზილიელი ალექსანდრე გონსალვეშის წინააღმდეგ ჩაატრა და მე-2 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.
ლევან ჩოხელმა MMA-ის პროფესიონალური კარიერა 2016 წელს დაიწყო, პირველი ბრძოლა მან 2021 წელს წააგო.