სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ოქტომბრის სანაკრებო შეკრების მედიასთან ისაუბრა.
ვილი სანიოლის მომავალზე
"მიხარია, რომ ვილი ჩვენი ნაკრების მწვრთნელია. მასთან გვსურს კონტრაქტის, თანამშრომლობის გახანგრძლივება. სურვილი ორმხრივია და როცა ასეა, შემდეგ ყველაფერი უფრო მარტივი ხდება. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს".
გიორგი გველესიანზე
"გიორგის ვესაუბრეთ და გვითხრა, რომ რამდენიმე დღეში ეცოდინება, როგორ შეძლებს შეკრებაზე ჩამოსვლას. თუ საჰაერო საზღვრები ირანში კვლავ დაკეტილი იქნება, შესაძლოა შეკრებაზე აზერბაიჯანის მხრიდან მანქანით ჩამოვიდეს".
დინამო არენაზე
"ჩვენი მიზანია ვითამაშოთ დინამო არენაზე, თუმცა მთავარი სურვილია, რომ სავსე ტრიბუნებზე. ასევე, პრიორიტეტულია საქართველოს ნაკრებმა რეგიონებშიც ითამაშოს და ნოემბერში საშინაო მატჩს ბათუმში ჩავატარებთ".
იაშვილის სიტყვებს Geo Team ციტირებს.
"უნდა დავამტკიცოთ, რომ სექტემბრის მატჩები შემთხვევითი არ იყო" - სანიოლის პრესკონფერენცია
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები