სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ოქტომბრის სანაკრებო მატჩების წინ მედიასთან ისაუბრა.
ოქტომბრის მატჩებზე
“მეც ძალიან მაინტერესებდა, როგორ მიიღებდნენ ახალ გამოწვევას, ახალ ციკლს ჩვენი ფეხბურთელები და პირველი ნაბიჯი საკმაოდ პოზიტიური იყო. უნდა დავამტკიცოთ, რომ ის, რაც სექტემბერში მოხდა, შემთხვევითი არ იყო და ჩვენ სწორი გზით მივდივართ”.
მიქაუტაძეზე
“გიორგი ცოტა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოასწორებს მდგომარეობას. ჩვენ მას ყველანაირად დავეხმარებით და არ დავივიწყებთ, თუ რამხელა საქმე გააკეთა ნაკრებში ბოლო 2-3 წელში. ეს ფეხბურთია, ხან ცუდი მომენტები გაქვს, ხან კარგი. იმედი მაქვს, მისი სიტუაცია მალე გამოსწორდება”.
გულიაშვილზე
“ის ჩვენთვის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, ევროპის ჩემპიონატამდე მისი გამოძახება, ვფიქრობ, ნაადრევი იყო. ახალ სეზონში კლუბში ძალიან კარგად გამოიყურება და როგორც შოთა ნონიკაშვილი, ისიც იმსახურებს ახლა იყვნენ ჩვენთან ერთად და მიიღონ შანსი”.
გოგლიჩიძეზე
“როცა პირველად გამოვიძახე, კლუბში თამაში ახალი დაწყებული ჰქონდა და მინდოდა მენახა მისი შესაძლებლობები. ბედნიერი ვარ, რომ კლუბში სტაბილურად თამაში გააგრძელა სანაკრებო პაუზის შემდეგ. 20 წლისაა, თუმცა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ დიდხანს და სტაბილურად თამაშობს მაღალ დონეზე”.
კვარაცხელიაზე
“კვარაცხელიას კონტეს დონის მწვრთნელთან მუშაობა ძალიან წაადგა, ბევრად უკეთეს ფორმაშია, ვიდრე წინა სეზონში. ხვიჩას დონის მოთამაშეები სასურველ ფორმას ყოველთვის უბრუნდებიან. ახალ სეზონში მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორც ნაკრებში, ასევე კლუბში”.
ვილი სანიოლის სიტყვებს Geo Team ციტირებს.
საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინას, 14 ოქტომბერს კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს დაუპირისპირდება.
ერთი დებიუტანტი - საქართველოს ნაკრების განაცხადი ოქტომბრის მატჩებისთვის
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები