1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კოპენჰაგენი v იბერია 1999
იბერიელების ევროპული ღამეები გრძელდება - უეფას კონფერენს ლიგის მესამე ტურში ლევან კორღალიძის გუნდი კოპენჰაგენს ეწვევა. მატჩი 5 ნოემბერს, კოპენჰაგენში, პარკენ სთედიუმზე, 23:55-ზე გაიმართება.
კოპენჰაგენისა და იბერიას დაპირისპირებაზე უფრო ვრცლად მატჩის ანონსში მოგიყვებით.
ახალგაზრდული ლიგა: კოპენჰაგენი v დინამო თბილისი
უეფას ახალგაზარდული ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე 55 ქვეყნის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონი მონაწილეობს, საიდანაც საბოლოოდ 10 გუნდი ძირითად ფაზაში მოხვდება.
საქართველოს ამ სეზონში დინამო თბილისის 19-წლამდელთა გუნდი წარმოადგენს. თბილისელებმა პირველ ეტაპზე მინსკის დინამოს თანატოლები ორი მატჩის ჯამში დაამარცხეს - პირველ მატჩში 4:3 მარცხის შემდეგ, დინამოელებმა მეორე მატჩში 3:2 იმარჯვეს და შემდეგი ეტაპის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვეს.
მესამე ეტაპზე დინამო დანიურ კოპენჰაგენს დაუპირისპირდა და დინამო არენაზე 3:0 გაანადგურა. მაყურებელმა თორნიკე კვარაცხელიას შოუ იხილა - 16 წლის ფეხბურთელმა პირველ ნახევარში გატანილ გოლსა და საგოლე გადაცემას, მეორე ნახევარში კიდევ ერთი ბრწყინვალე გოლი დაუმატა.
განმეორებითი მატჩი ოთხშაბათს, 4 ნოემბერს, 17:00-ზე კოპენჰაგენში გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგა
სამშაბათი, 3 ნოემბერი:
21:45 - ირაკლი აზაროვის შახტარი v სპორტინგი
23:55 - მიქაუტაძის ვილიარეალი v კვარაცხელიას პსჟ
ოთხშაბათი, 4 ნოემბერი
ფენერბაჰჩე v მამარდაშვილის ლივერპული
შენგელია ყოფილი კლუბის წინააღმდეგ
თორნიკე შენგელიას დუბაი ევროლიგის მე-10 ტურში საქართველოს ნაკრების კაპიტნის ყოფილ კლუბს ვირტუს ბოლონიას დაუპირისპირდება.
ვირტუსი ევროლიგის ცხრილის მე-13 პოზიციას იკავებს და ჯერჯერობით საკვალიფიკაციო პლეი-ოფის ზონის გარეთაა. რაც შეეხება დუბაის, შენგელიას გუნდი მე-9 პოზიციაზეა.
დუბაიმ ბოლო 5 მატჩში 4 მოიგო, თუმცა თავად შენგელია სამწუხაროდ ცუდ ფორმაშია - ნაკრების კაპიტანს ევროლიგის ბოლო ოთხ მატჩში საშუალოდ 13 წუთში 5 ქულა აქვს.
ვირტუსისა და დუბაის მატჩი პარასკევს, 6 ნოემბერს, 23:00-ზე ბოლონიაში გაიმართება.
სამშაბათი, 3 ნომებერი
00:00 - ლა ლიგა 2 - მალიორკა v ტაბატაძის და გოჩოლეიშვილის კადიზი
პარასკევი, 6 ნოემბერი
00:00 - კონფერენს ლიგა - საზონოვის ხეტაფე v ბრაიტონი
23:45 - სერია ა - ვენეცია v ჩაკვეტაძის უდინეზე
შაბათი, 7 ნოემბერი
00:00 - ლა ლიგა - ქოჩორაშვილის სევილია v ალავესი
17:00 - ლა ლიგა - მალაგა v გულიაშვილის ალავესი
18:00 - სერია ა - კალიარი v კვერნაძის ფროზინონე
23:00 - საფრანგეთის ლიგა 2 - დავითაშვილის სენტ-ეტიენი v ლავალი
კვირა, 8 ნოემბერი
18:00 - პრემიერ ლიგა - კრისტალ პალასი v მამარდაშვილის ლივერპული
18:00 - სერია ა - გოგლიჩიძის მონცა v ატალანტა
19:15 - ლა ლიგა - სოსიედადი v წიტაიშვილის რაიო
21:30 - ლა ლიგა - მიქაუტაძის ვილიარეალი v საზონოვის ხეტაფე
16:30 - ბუნდესლიგა - ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი v ჰანოვერი
18:30 - ბუნდესლიგა - ლოჩოშვილის კიოლნი v ლევერკუზენი

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები