ეროვნული ლიგის 31-ე ტურში დინამო თბილისმა და იბერია 1999-მა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
დინამო არენაზე გამართული დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა.
შედეგად, ორივე გუნდმა თითო ქულა მოიპოვა და ამ მატჩის შემდეგ, ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდებს შორის ცხრილში ვითარება ასეთია.
1. დინამო ბათუმი - 56 ქულა (30 თამაში)
2. იბერია 1999 - 56 ქულა (31 თამაში)
3. დინამო თბილისი - 55 ქულა (31 თამაში)
4. რუსთავი - 52 ქულა (30 თამაში)
ამ ტურის მატჩს დინამო ბათუმი ხვალ, 1 ნოემბერს, შინ ტყიბულის მეშახტის წინააღმდეგ გამართავს და შეეცდება, სუფთა 3-ქულიანი უპირატესობა მოიპოვოს, რუსთავი კი სტუმრად გაგრას დაუპირისპირდება.