საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტურში დინამო არენამ თბილისურ დერბის უმასპინძლა.
დინამო თბილისი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ იბერია 1999-ს დაუხვდა და მატჩი უგოლო ფრედ 0:0 დასრულდა.
მატჩის მთავარი მომენტი 67-ე წუთზე მოხდა, როცა მსაჯმა იბერიას სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, თუმცა მომენტის ვიდეორეფერით გადამოწმების შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალა და თერთმეტმეტრიანი გააუქმა.
ეს მიმდინარე სეზონში გუნდებს შორის მეოთხე გამართული მატჩი იყო - ორი უგოლო ფრედ დასრულდა, ორ შემთხვევაში კი გამარჯვებული დინამო გამოვიდა.
31 ჩატარებული მატჩის შემდეგ იბერია 56 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ დინამო ბათუმს ქულებით გაუთანაბრდა, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. დინამო თბილისმა კი 55 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე დარჩა.