17 ოქტ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
2003 წელს დევიდ ბექჰემი ესპანეთში, მადრიდის რეალში გადავიდა სათამაშოდ, რაც მისი და ვიქტორიას ათწლეულების განმავლობაში გაგრძელებული ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდის დასაწყისი აღმოჩნდა. 2004 წლის აპრილში ტაბლოიდმა News of the World გაავრცელა სკანდალური ინფორმაცია, რომ დევიდს რომანი ჰქონდა თავის პირად ასისტენტთან, ესპანეთში დაბადებულ 26 წლის რებეკა ლუსთან.
მალევე ლუსმა ტელეკომპანია Sky News-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ირწმუნებოდა, რომ მათი რომანტიკული ურთიერთობა 2003 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც მანქანაში ერთმანეთს ვნებიანად აკოცეს. დევიდ ბექჰემმა ეს ბრალდებები კატეგორიულად უარყო, The Guardian-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბედნიერი ქორწინება ჰქონდა, ხოლო BBC Radio 4-თან საუბარში ტაბლოიდების ქმედებებს საკუთარი ოჯახის მიმართ სამარცხვინო უწოდა.
20 წლის შემდეგ, ბექჰემებმა დევიდის ოთხნაწილიანი დოკუმენტური სერიალი გამოუშვეს. Netflix-ის სპეციალურ გამოშვებაში მომღერალმა და დიზაინერმა ვიქტორიამ პირველად ისაუბრა ქმრის სავარაუდო რომანზე და შემდგომ პერიოდში პრესის ჩარევას მისი ცხოვრების „ყველაზე რთული პერიოდი“ უწოდა.
ამის შემდეგ კვლავ ალაპარაკდა რებეკა ლუსიც. მან განაცხადა:
ჩემი აზრით, ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო მათ წინააღმდეგ წასვლა. მე სიმართლეს ვემხრობი. არასდროს გადამიჭარბებია. არასდროს მითქვამს ტყუილი არცერთ საკითხზე. რატომ? იმიტომ, რომ მე ვუპირისპირდები მედიაში ყველაზე ძლიერ, ყველაზე გავლენიან წყვილს, რომლებსაც უამრავი ფული აქვთ საუკეთესო პიარისთვის, საუკეთესო ადვოკატებისთვის და ჩემს მხარეს კი მხოლოდ სიმართლე იყო.
რებეკამ ასევე განაცხადა, რომ 2003 წლის 22 სექტემბერს, ფეხბურთელის ლეგენდის, რონალდო ნაზარიოს წვეულებაზე დევიდი სხვა ქალთან ერთად საწოლში იპოვა. „ეს მტკივნეული იყო“, - განუცხადა მან Mail-ს და განმარტა, რომ ვიქტორიამ მობილურზე დაურეკა, რადგან დევიდი არ პასუხობდა:
მე ვუთხარი, რომ არ ვიცოდი სად იყო. მან კი მიპასუხა: „არ გათიშო, წადი და იპოვე“, მე ვუთხარი: „კარგი...“. ცოტა უხერხულია. სახლში შევედი, კიბეებზე ავედი და კარს მიღმა დავინახე დევიდის ორი მცველი. ზემოთ ასვლის შემდეგ, მათ ვუთხარი, რომ დევიდის ცოლი ტელეფონზე საუბრობდა და ერთ-ერთი მცველი სწრაფად „გაუჩინარდა“ საძინებელში. ის დევიდდთან ერთად დაბრუნდა. ფონზე მოდელს ვხედავ, რომელიც საწოლზე წევს. ვხედავ, რომ ეს საძინებელია. გაცოფებული ვიყავი და უბრალოდ შევხედე, ტელეფონი მივეცი და ვუთხარი: „შენი ცოლი“.
მიუხედავად იმისა, რომ იმავე წელს ფეხბურთელის წინააღმდეგ კიდევ ორმა ქალმა, მოდელმა სარა მარბეკმა და სელინა ლორიმ წამოაყენა მსგავსი ბრალდებები, ოჯახმა პრესასთან დუმილი არჩია.
როდესაც ურთიერთობის ისედაც რთულ პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერას ვეღარ გრძნობდნენ და ვიქტორია ფარულად მეუღლეზეც ბრაზობდა. დევიდმაც დაადასტურა, რომ ყოველ დილით ფიზიკურად ცუდად ხდებოდა ამხელა წნეხის გამო, თუმცა მათ ოჯახისთვის ბრძოლა გადაწყვიტეს და 26-წლიანი ქორწინება შეინარჩუნეს.
საპასუხოდ, რებეკა ლუსმა, რომელიც ახლა სერტიფიცირებული იოგას მასწავლებელია, 2023 და 2025 წლების ინტერვიუებში აღნიშნა, რომ ბექჰემი უბრალოდ მსხვერპლის როლს თამაშობს და ცდილობს ის მატყუარად გამოიყვანოს. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს ლუსმა განაცხადა, რომ ნანობდა იმ ფორმას, რა ფორმითაც საჯაროდ ისაუბრა და ტკივილი მიაყენა ოჯახებს, ფაქტებს მაინც არ უარყოფს.
ძველი სკანდალების გადალახვის შემდეგ, ბექჰემების იდეალური ოჯახის ფასადი ახალმა კრიზისმა დაარღვია, რომელიც 2022 წლის აპრილში მათი უფროსი ვაჟის, ბრუკლინისა და ნიკოლა პელტცის მდიდრული ქორწილიდან იღებს სათავეს. დაძაბულობა საქორწინო კაბის დიზაინის შეცვლისა და პირველი ცეკვის დროს წარმოიშვა, როდესაც მარკ ენტონიმ სცენაზე ნიკოლას ნაცვლად ვიქტორიას უხმო, რამაც პატარძლის ატირება გამოიწვია.
განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდა მომდევნო წლებში. ახალგაზრდა წყვილი არ დაესწრო დევიდის რაინდად კურთხების ცერემონიას 2025 წელს და არც ვიქტორიას დოკუმენტური ფილმის პრემიერას. 2025 წლის მაისში, დევიდის 50 წლის იუბილეზე ბრუკლინი და ნიკოლა მიწვეულნი არ იყვნენ სავარაუდოდ იმის გამო, რომ წვეულებას რომეოს მეგობარი გოგონა და ბრუკლინის ყოფილი პარტნიორი ესწრებოდა.
ოჯახური კონფლიქტი პიკს 2026 წლის იანვარში მიუახლოვდა, როდესაც ბრუკლინმა ინსტაგრამზე ექვსგვერდიანი, უპრეცედენტო განცხადება გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მშობლებთან შერიგებას არ აპირებს. მან დევიდი და ვიქტორია მისი ცხოვრების კონტროლში, პრესაში მიზანმიმართული ტყუილების გავრცელებასა და ნიკოლას მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათთვის საჯარო იმიჯი და ბრენდი ყველაფერზე წინ დგას.
ამ სკანდალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რებეკა ლუსიც, რომელმაც ბრუკლინს მხარდაჭერა გამოუცხადა და დაწერა, რომ ძალიან კარგად იცის, თუ როგორები შეიძლება იყვნენ ბექჰემები. თავად ვიქტორია ბექჰემმა ბრალდებებზე საჯაროდ პირველად 2026 წლის აპრილში ისაუბრა ჟურნალ The Wall Street Journal-თან, სადაც დეტალების დაკონკრეტების გარეშე აღნიშნა, რომ ისინი 30 წელია საჯარო სივრცეში არიან და ყოველთვის მხოლოდ შვილების დაცვასა და მათთვის სიყვარულის გაზიარებას ცდილობდნენ.

ანანო მკალავიშვილი
კომენტარები