ალ ნასრის სპორტულმა დირექტორმა, ფერნანდო იერომ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.
"კრიშტიანუ რონალდუს აქ ყოფნა თავიდანვე ეროვნული პროექტი იყო. ის ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი ფენომენია, რომელიც ლიგას ზრდაში დაეხმარა.
ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს ახალ კონტრაქტზე, იმედია ის ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს და ჩვენთან თამაშს გააგრძელებს." - განაცხადა ლეგენდარულმა ესპანელმა.
რონალდუმ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეტაპი დასრულდა, რაც თითქოს ალ ნასრიდან წასვლაზე მიანიშნებდა.
როგორც ჩანს, კრიშტიანუს არაბულ კლუბში დარჩენის შანსი ჯერ კიდევ არის.