Foot Mercato-ს ჟურნალისტის, სანტი აუნას ექსკლუზიური ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუ ალ-ნასრში რჩება.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის სრული შეთანხმება არის მიღწეული და პორტუგალიელმა არაბულ კლუბთან ახალი კონტრაქტი უკვე გააფორმა.
რონალდუ საუდის არაბეთში 2023 წელს მანჩესტერ იუნაიტედიდან გადაბარგდა. გასული რამდენიმე დღე კრიშტიანუს ალ-ნასრიდან წასვლაზე იწერებოდა.
საუბარი იყო პორტუგალიელის სხვა არაბულ კლუბში - ალ ჰილალსა ან ალ აჰლიში გადასვლაზეც, თუმცა როგორც ჩანს, რონალდუ ალ ნასრში რჩება.
კრიშტიანუმ საუდის პრო ლიგის გასულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და 25 გოლის გატანა შეძლო.