VIDEO: მორიგი გოლი და საუკეთესო ბომბარდირობა - რონალდუს გუნდი საუდის ლიგაში მე-3 ადგილს დასჯერდა
26 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
საუდის ლიგის ბოლო ტურში კრიშტიანუ რონალდუ სალ ნასრი სტუმრად ალ ფატეჰთან 2:3 დამარცხდა.
პორტუგალიელის მიერ 42-ე წუთზე გატანილი გოლი და ანგარიშის გახსნა ალ ნასრისთვის მატჩში თუნდაც ქულის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
საბოლოოდ, ალ ნასრმა სეზონი 70 ქულით მე-3 ადგილზე დაასრულა, რაც გუნდში რონალდუს მოსვლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია. ერ რიადის გუნდი ჩემპიონ ალ იტიჰადს 13 ქულით ჩამორჩა.
თავად კრიშტიანუმ 25 გოლი გაიტანა და ზედიზედ მეორედ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მეორე ადგილზე ალ აჰლის ინგლისელი თავდამსხმელი აივონ ტოუნი გავიდა 23 გოლით, კარიმ ბენზემამ კი სამეული 21 გოლით დახურა.