• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ილია თოფურია თეთრ სახლში, შენგელია VS  შერმადინი და ნაკრებების კვირა
ფეხბურთიფეხბურთი
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული
UFCUFC

ილია თოფურია თეთრ სახლში, შენგელია VS შერმადინი და ნაკრებების კვირა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა


ამ კვირაში ილია თოფურია UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდეს ღონისძიების მთავარ ბრძოლაში იასპარეზებს. ესპანეთში კი ერტმანეთს ქართველები დაუპირისპირდებიან. თავიანთ მატჩებს ჩაატარებენ საქართველოს ქალთა, 21-წლამდე და 19-წლამდელთა ნაკრებები.


ილია თოფურია vs ჯასტინ გეიჯი


თბილისის დროით 15 ივნისს, გამთენიისას ვაშინგტონში, თეთრი სახლის ეზოში UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღონისძიება ჩატარდება. ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის აღსანიშნავად დაგეგმილი, UFC Freedom 250 შვიდი ბრძოლისგან შედგება - მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია მსუბუქი წონის ქამარს ამერიკელი ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დაიცავს. 


ქართველი მებრძოლი ოქტაგონს თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ისტორიულ ღონისძიებაზე უფრო ვრცლად UFC Freedom 250-ის ანონსში მოგიყვებით.



თორნიკე შენგელია გიორგი შერმადინის წინააღმდეგ


სამშაბათს, 9 ივნისს ესპანეთის საკალათბურთო, ABC ლიგის ნახევარფინალური სერიები აიღებს სტარტს. ერთ-ერთ ნახევარფინალში ერთმანეთს გიორგი შერმადინის ტენერიფე და თორნიკე შენგელიას ბარსელონა დაუპირისპირდებიან. 


სერიის პირველი შეხვედრა 9 ივნისს 22:00-ზე ბარსელონაში გაიმართება. შენგელიასგან განსხვავებით საეჭვოა შერმადინის თამაში - ქართველ ცენტრს გულის პრობლემები აწუხებს და უკვე ოთხი მატჩია, რაც უთამაშია.



ქალთა ეროვნული ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ


საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრა გამართა, სადაც ფარერებთან 2:3 დამარცხდა. ირის ატმანის შეგირდები მეოთხე მატჩში საბერძნეთს დაუპირისპირდებიან. 


მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში საქართველოს ნაკრები სამი მატჩის შემდეგ 0 ქულით ბოლო პოზიციას იკავებს.



19-წლამდელები ისლანდიის წინააღმდეგ


საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ფრედ - 1:1 დასრულდა.


ეროვნული ნაკრების და ახალგაზრდულის წევრი, საბა ხარებაშვილი, რომელმაც ივნისის შეკრება ეროვნულ გუნდთან ერთად გაიარა და ბაჰრეინთან მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, 19-წლამდე ნაკრებს 9 ივნისს, ისლანდიასთან გასამართ პრინციპულ მატჩში დაეხმარება.


ისლანდიასთან გასამართი მატჩი სამშაბათს, 9 ივნისს, 19:00-ზე დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გაიმართება.
ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად, მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.



21-წლამდელები მოლდოვის წინააღმდეგ


საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა  ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში ამერიკის  20-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და მინიმალური სხვაობით - 1:0 დამარცხდა. შემდეგ მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 9 ივნისს, ნისპორენში, მოლდოვის წინააღმდეგ გამართავს - მატჩი 9 ივნისს 20:00-ზე გაიმართება.


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ილია თოფურია
თორნიკე შენგელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

თოფურიასთან კონფლიქტის შედეგი - ჰოკიტი პრესკონფერენციის მიღმა

•UFC

UFC

თოფურიასთან კონფლიქტის შედეგი - ჰოკიტი პრესკონფერენციის მიღმა
•UFC

UFC

ცარუკიანმა თოფურია-გეიჯის ბრძოლაზე დიდი ფსონი დადო

•UFC

UFC

ცარუკიანმა თოფურია-გეიჯის ბრძოლაზე დიდი ფსონი დადო
•UFC

UFC

ჩაშლის პირას: ტრამპის ტურნირი შესაძლოა გადაიდოს

•UFC

UFC

ჩაშლის პირას: ტრამპის ტურნირი შესაძლოა გადაიდოს
•UFC

UFC

ილია თოფურიას ახალი რეალითი შოუ HBO-ზე

•UFC

UFC

ილია თოფურიას ახალი რეალითი შოუ HBO-ზე
•UFC

UFC

News image

06 ივნ, 2026

თოფურიასთან კონფლიქტის შედეგი - ჰოკიტი პრესკონფერენციის მიღმა

News image

07 ივნ, 2026

ცარუკიანმა თოფურია-გეიჯის ბრძოლაზე დიდი ფსონი დადო

News image

07 ივნ, 2026

ჩაშლის პირას: ტრამპის ტურნირი შესაძლოა გადაიდოს

News image

07 ივნ, 2026

ილია თოფურიას ახალი რეალითი შოუ HBO-ზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება