• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ილია თოფურიას ახალი რეალითი შოუ HBO-ზე
UFCUFC

ილია თოფურიას ახალი რეალითი შოუ HBO-ზე

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ილია თოფურია მსოფლიო ჩემპიონატის წინ საკუთარი ცხოვრების შესახებ ახალ რეალითი შოუში ისაუბრებს.


დოკუმენტური სერიალი, სახელწოდებით „The Topurias“, პლატფორმა HBO Max-ზე, ოქტაგონზე მის დაბრუნებამდე ერთი კვირით ადრე გამოდის. 14 ივნისს თეთრი სახლის ისტორიულ ტურნირზე ილია მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დაიცავს. თოფურია თითქმის ერთი წელი არ გამოჩენილა პირადი პრობლემების გამო, რომლებსაც ფარდა სწორედ ამ სერიალში აეხდება.


გზა ორმაგ ჩემპიონობამდე


სერიალი სულ სამი ეპიზოდისგან შედგება და თითოეული 50 წუთს გაგრძელდება. მაყურებელი ნახავს ილიას გზას 2024 წლის ოქტომბერში ქვემსუბუქი წონის პირველი ტიტულის მოპოვებიდან, 2025 წლის ივნისში მსუბუქი წონის ჩემპიონობამდე. პროექტი დეტალურად ასახავს იმ უდიდეს მსხვერპლსა და დისციპლინას, რაც ორმაგ ჩემპიონობას დასჭირდა და ასევე იმ მიზეზებს, რის გამოც მას ტიტულის დაცვა აქამდე გადაედო.


ოჯახი და ბიზნესი კამერების მიღმა


სერიალი მაყურებელს სპორტსმენის ნაკლებად ცნობილ, პირად მხარეს დაანახებს. კამერები აჩვენებს, თუ როგორია ილია ოქტაგონს მიღმა - როგორც მამა, შვილი, ძმა, მეგობარი და ბიზნესმენი. შოუში მონაწილეობას მისი ოჯახის წევრები და მწვრთნელებიც იღებენ.


თოფურიას მსოფლიო პოპულარობა დღითიდღე იზრდება: ის ცოტა ხნის წინ ცნობილი ბრენდის, Richard Mille-ს სარეკლამო სახეც გახდა, ახლა კი ტელეეკრანებს იპყრობს. სერიალის მსოფლიო პრემიერა HBO Max-სა და TNT Sports-ზე უკვე დაიწყო.


თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ილია თოფურია
MMA
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რატომ ვერ შეაცდინა ლეგენდა მილიონებმა?

•UFC

UFC

რატომ ვერ შეაცდინა ლეგენდა მილიონებმა?
•UFC

UFC

ბრძოლა, რომელსაც მახაჩევი მუდმივად თავიდან უყურებს

•UFC

UFC

ბრძოლა, რომელსაც მახაჩევი მუდმივად თავიდან უყურებს
•UFC

UFC

ცარუკიანმა თოფურია-გეიჯის ბრძოლაზე დიდი ფსონი დადო

•UFC

UFC

ცარუკიანმა თოფურია-გეიჯის ბრძოლაზე დიდი ფსონი დადო
•UFC

UFC

ჩაშლის პირას: ტრამპის ტურნირი შესაძლოა გადაიდოს

•UFC

UFC

ჩაშლის პირას: ტრამპის ტურნირი შესაძლოა გადაიდოს
•UFC

UFC

News image

18 სთ წინ

რატომ ვერ შეაცდინა ლეგენდა მილიონებმა?

News image

16 სთ წინ

ბრძოლა, რომელსაც მახაჩევი მუდმივად თავიდან უყურებს

News image

7 სთ წინ

ცარუკიანმა თოფურია-გეიჯის ბრძოლაზე დიდი ფსონი დადო

News image

2 სთ წინ

ჩაშლის პირას: ტრამპის ტურნირი შესაძლოა გადაიდოს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება