• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
"იმდენს მივცემთ, რამდენიც მოუნდება" - საუდის არაბეთში მესიზე ოცნებობენ
ფეხბურთიფეხბურთი

"იმდენს მივცემთ, რამდენიც მოუნდება" - საუდის არაბეთში მესიზე ოცნებობენ

14 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლამდე, იმ პერიოდში, როცა ბარსელონა ლიონელ მესისდაბრუნებაზე ოცნებობდა, ვრცელდებოდა ხმები მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ საუდის არაბეთის ჩემპიონატში.


თუმცა, მიუხედავად შთამბეჭდავი კონტრაქტის შეთავაზებისა, მესიმ გადაწყვიტა, რომ ფული მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ იყო და ინტერ მაიამიში გადავიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საუდის არაბეთში მისი მიყვანის იდეაზე ბოლომდე უარი თქვეს.


ამის დასტურია, ალ იტიჰადის მფლობელის, ანმარ ალ ჰაილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მესის გადასაბირებლად გიჟურ ნაბიჯებზეც კი წავიდოდა.


„თუ ლეო დათანხმდება ალ იტიჰადთან ხელშეკრულების გაფორმებას, მე შევთავაზებ კონტრაქტს, სადაც შეძლებს გამოიმუშაოს რამდენიც უნდა, რამდენ ხანსაც უნდა, თუნდაც სიცოცხლის ბოლომდე.


ფინანსურად ჩემთვის არაფერს ნიშნავს, რომ მესი საუდის არაბეთში ჩვენს მაისურს მოირგებს. მე მინდა მესი, რადგან ასე მეყოლება ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე“, - თქვა ალ ჰაილიმ.


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შეიხს ლეოსთან კონტაქტი ჰქონდა. მაშინ, როცა მესი პარი სენ-ჟერმენს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებდა, მან უარი ასტრონომიულ შეთავაზებაზე თქვა.


„დიახ, მაშინაც დავუკავშირდი, როცა მისი კონტრაქტი პსჟ-სთან ამოიწურა. შევთავაზე წელიწადში 1.4 მილიარდი ევრო, მაგრამ მან უარი თქვა, რადგან მის ოჯახს შეერთებული შტატები ერჩივნა.


ამას პატივს ვცემ, ალ იტიჰადი ყოველთვის მიესალმება მას; შეუძლია მოვიდეს, როცა უნდა“, - ალ ჰაილის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.


ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლიონელ მესი საუდის არაბეთის ვარიანტს განიხილავს, მით უმეტეს, რომ 23 ოქტომბერს მან ინტერ მაიამისთან კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად დაადასტურა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მესი
ალ იტიჰადი
საუდის არაბეთი
საუდის ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ირანის თავდასხმის შემდეგ - რონალდუმ საუდის არაბეთი დატოვა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ირანის თავდასხმის შემდეგ - რონალდუმ საუდის არაბეთი დატოვა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რას ნანობს მესი ყველაზე მეტად? — „ინგლისური უნდა მესწავლა“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რას ნანობს მესი ყველაზე მეტად? — „ინგლისური უნდა მესწავლა“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესიმ ორლანდო სიტის სათადარიგო სკამს დასცინა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესიმ ორლანდო სიტის სათადარიგო სკამს დასცინა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მესის მორიგი ჯარიმა და დუბლი ორლანდოსთან — ინტერ მაიამიმ 0:2-და 4:2 მოიგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მესის მორიგი ჯარიმა და დუბლი ორლანდოსთან — ინტერ მაიამიმ 0:2-და 4:2 მოიგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

20 სთ წინ

ირანის თავდასხმის შემდეგ - რონალდუმ საუდის არაბეთი დატოვა?

News image

20 სთ წინ

რას ნანობს მესი ყველაზე მეტად? — „ინგლისური უნდა მესწავლა“

News image

02 მარ, 2026

მესიმ ორლანდო სიტის სათადარიგო სკამს დასცინა

News image

02 მარ, 2026

VIDEO: მესის მორიგი ჯარიმა და დუბლი ორლანდოსთან — ინტერ მაიამიმ 0:2-და 4:2 მოიგო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება